თეგებით ძიება
07. 12. 2023 მსოფლიო

ესპანეთიდან ორი ამერიკელი ჯაშუში გააძევეს

ესპანეთიდან ორი ამერიკელი ჯაშუში გააძევეს, რომლებსაც ოფიციალური მადრიდი „ეროვნული სადაზვერვო ცენტრის“ (CNI) ორი აგენტის მოსყიდვაში ადანაშაულებს. ამის შესახებ ესპანური გამოცემა El Pais-ი წერს.

გამოცემის ცნობით, ესპანეთის თავდაცვის მინისტრმა მარგარიტა რობლესმა განმარტებები მოსთხოვა აშშ-ის ელჩს ამ ქმედებების გამო, რომლებიც მოკავშირეებს შორის მტრულად და უჩვეულოდ მიიჩნევა.

El Pais-ის ცნობით, ორმა ამერიკელმა ჯაშუშმა ქვეყანა უკვე დატოვა, ხოლო CNI-ის ორი აგენტის წინააღმდეგ გამოძიება კონფიდენციალური ინფორმაციის გამჟღავნების ბრალდებით მიმდინარეობს. CNI-ის შიდა მოკვლევამ აჩვენა, რომ ეჭვმიტანილებმა მოიპოვეს არასანქცირებული წვდომა საიდუმლო ინფორმაციაზე, რომელიც მათი მუშაობის სფეროს არ ეხებოდა.

გამოძიების მტკიცებით, საშუალო რგოლის ოფიცერმა ამერიკელ ჯაშუშებს ინფორმაცია დიდი ოდენობით თანხის სანაცვლოდ მიაწოდა.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა