9 დეკემბერს იქნება არასამთავრობოების მარში "ჩვენი ხმა ევროკავშირს", რომელსაც ჩვენ ვუერთდებით - სალომე ზურაბიშვილი
საქართველოს პრეზიდენტი ამბობს, რომ შეუერთდება არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ დაგეგმილ მარშს, სახელწოდებით "შენი ხმა ევროკავშირს". ამის შესახებ სალომე ზურაბიშვილმა სპორტსმენებთან გამართულ შეხვედრაზე განაცხადა.
პრეზიდენტს არ უთქვამს, გეგმავს თუ არა მარშზე ფიზიკურად მისვლას.
"9 დეკემბერს იქნება არასამთავრობოების მარში, რომელსაც ასევე ჩვენ ვუერთდებით, როგორც სხვები ჩვენ გვიერთდებიან, იმისთვის, რომ ეს იყოს ერთობლივი განაცხადი საქართველოს ევროპულობის, როცა ჩვენ რამდენიმე დღეში ველოდებით ძალიან გადამწყვეტ გზავნილს ევროპისგან ჩვენკენ. გაუმარჯოს ჩვენს ევროპულ მომავალს!" — განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.
მარში, სლოგანით "შენი ხმა ევროკავშირს“, თბილისში, რესპუბლიკის მოედნიდან ევროპის მოედნის მიმართულებით გაიმართება. მსვლელობა 9 დეკემბერს, 14:00 საათზე დაიწყება.