ისრაელის მიერ ცეცხლის გახსნის შედეგად ლიბანში 94 ადამიანი დაიღუპა
სამხრეთ ლიბანის წინააღმდეგ ისრაელის აგრესიის შედეგად, 8 ოქტომბრის შემდეგ, ლიბანში სულ მცირე 94 ადამიანი დაიღუპა და 406 დაშავდა, - ინფორმაციას ლიბანის ჯანდაცვის სამინისტრო ავრცელებს.
უწყების ცნობით, დაშავებულთა 92% მამაკაცია.
ისრაელის თავდაცვის ძალებმა ლიბანის მიმართულებით ბოლო 2 თვის მანძილზე ცეცხლი არაერთხელ გახსნა. ისრაელში აცხადებენ, რომ ისინი „ჰეზბოლას“ მხრიდან სარაკეტო თავდასხმების გამო საპასუხო ცეცხლს ხსნიან. ამასთან, ისრაელმა, ლიბანის ტერიტორიიდან გახშირებული სარაკეტო თავდასხმების გამო, საზღვართან ახლომდებარე დასახლებების ევაკუაცია განახორციელა.