"17 წლის რომ ვიყავი, მაშინ ვნახე. როცა ბებია გარდაიცვალა..." - ისტორია, რომელმაც „პრაიმ ჰაუსელები“ აატირა (ვიდეო)
"პრაიმ ჰაუსში“ მონაწილეების უკეთ გაცნობის მიზნით, ინტერვიუ „ნიღბის გარეშე“ შედგა. კიდევ ერთი მონაწილე, რომელმაც საკუთარ ცხოვრებაზე გულახდილად ისაუბრა, ბესო იყო.
"ჩემმა მშობლებმა ერთმანეთს ვერ გაუგეს და დაშორდნენ. რაღაც კადრები ფრაგმენტებად მახსოვს, მამაჩემის სახლიდან წასვლის... შემდეგ დედამ დაიწყო ჩემი მარტო აღზრდა, ის იყო ჩემთვის დედაც, მამაც, და-ძმაც, მეგობარიც...
როცა მამა სახლიდან წავიდა, 17 წლის რომ ვიყავი, მაშინ ვნახე. როცა ბებია გარდაიცვალა, მაშინ ვნახე, სამძიმარზე... ვცდილობდი, რომ არაფერი შემტყობოდა, მაგრამ როგორც კი ახლოს მივედი, სისხლმა იყივლა... თითქოს, ისეთ ადამიანს ჩამოვართვი ხელი, ვინც შენი ნაწილია. გრძნობ, რომ გიყვარს, მაგრამ არ იცი მამის სიყვარული, რადგან მის გარეშე ხარ გაზრდილი...
არაფერი მიკითხავს... ვიზიარებ, ჩვენი საერთო ოჯახის წევრის გარდაცვალებას მეთქი, ვუთხარი. ჩვენს შორის დიალოგი არ შემდგარა.
დღესდღეობით არც თუ ისე ხშირი ურთიერთობა მაქვს, მაგრამ ამ ყველაფრის ფონზე ბევრად განვითარებული...“ - ამბობს ბესო.