თეგებით ძიება
07. 12. 2023 ვიდეო

ხმაური თბილისის საქალაქო სასამართლოში - ბიზნესმენის მკვლელობის ბრალდებით დაკავებულისთვის სამუდამო პატიმრობას ითხოვენ (ვიდეო)

ლილოში მომხდარი მკვლელობის საქმის განხილვისას ასამდე ადამიანი მკვლელობაში ბრალდებულის ადვოკატს, შემდეგ კი მანდატურის სამსახურს დაუპირისპირდა. 

ისინი მკვლელობის ბრალდებით დაკავებულებისთვის სამუდამო პატიმრობის მისჯას ითხოვენ.

ლილოში მომხდარი მკვლელობის წინასასამართლო სხდომა უკვე დასრულებულია. ადგილზე მობილიზებულია სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადა და საპატრულო პოლიციის ეკიპაჟები. 

ოჯახი ეჭვობს, რომ ბიზნესმენი ლილოში შეკვეთილი მკვლელობის მსხვერპლია. 

„მათ მოკლეს ჩემი ქმარი, ნახეთ რას ატრიალებენ აქ... რატომ დააობლეს სამი ბავშვი? “, - ამბობს მოკლული ბიზნესმენის მეუღლე. 


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა