თეგებით ძიება

რაც ნაცმოძრაობაში ხდება, ეს არის პოლიტიკური აჯაფსანდალი - რატი იონათამიშვილი

რაც ნაცმოძრაობაში ხდება, ეს არის პოლიტიკური აჯაფსანდალი. ფაქტობრივად 2 წლის განმავლობაში მათ დღის წესრიგი მხოლოდ ერთ თემაზე ააგეს და ერთი მიზანი დაისახეს - საქართველოს არ უნდა მიეღო კანდიდატის სტატუსი და ეს პროცესი უნდა გამოეყენებინათ ქვეყნის შიგნით არეულობისთვის და ძალისმიერი გზით ხელისუფლების შეცვლისთვის, - ამის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის მოადგილე, რატი იონათამიშვილმა განაცხადა.

მისივე თქმით, ნაცმოძრაობას 2 წლის განმავლობაში სხვა მიზანი და სასაუბრო თემა არ ჰქონიათ.

„ამას აკეთებდნენ ათასგვარი დეზინფორმაციით. ახლა აღმოჩნდა, რომ ეს 2 წელი ფუჭად დახარჯეს და პოლიტიკურად გაკოტრებულები არიან. ამ პროცესის ბუნებრივი გაგრძელებაა, რომ იწყება ერთმანეთში დაპირისპირება და არეულობა პარტიის შიგნით. ეს პროცესი შეუქცევადია და საბოლოო ჯამში, ძალიან კარგი ქართული პოლიტიკური სივრცისთვის. ამ ადამიანებს არ აქვთ ეროვნული ინტერესები და მხოლოდ პირადი ინტერესებით მოქმედებენ, პარტიული ინტერესებიც კი აღარ აქვთ“, - აღნიშნა იონათამიშვილმა.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა