ვანში დააკავეს მამაკაცი, რომელიც არასრულწლოვან გოგონას პირადი ინფორმაციის მიცემას აიძულებდა
ვანში არასრულწლოვანის მიმართ იძულების ბრალდებით მამაკაცი დააკავეს.
არსებული ინფორმაციით, მამაკაცმა არასრულწლოვანს ავტომობილი გაუჩერა, გამოართვა ტელეფონის ნომერი და იძულებით პირად ინფორმაციას სთხოვდა.
მომხდარის გამო 16 წლის გოგომ პოლიციას თავად მიმართა.
შსს-ის ცნობით, გამოძიება 150-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც იძულებას გულისხმობს.