თეგებით ძიება

"სოლიდარობა ყველა ქალს, რომელიც ამ ბოროტების მსხვერპლი ხდება!“ - ინგა გრიგოლია

„ღამის შოუს ბენდის“ მომღერალი, ბაბი კირკიტაძე ბოლო დროს საზოგადოების ნაწილის მხრიდან არაერთხელ გამხდარა ბულინგის მსხვერპლი.

ამჯერად მომღერალი სასამართლოში ჩივილს აპირებს, რადგან მისი თქმით უხამსი ვიდეო ვრცელდება, რომელიც კონკრეტულმა ადამიანებმა დააუმონტაჟეს და შემდეგ სოციალურ ქსელში „ჩატებში“ გაავრცელეს.

აღნიშნულ ინფორმაციას ტელეწამყვანი, ინგა გრიგოლია ეხმაურება და ბაბის მხარდაჭერას უცხადებს.

“სოლიდარობა ბაბის!

სოლიდარობა ყველა ქალს, რომელიც ამ ბოროტების მსხვერპლი ხდება! ყოველთვის გვერდით დავუდგები ყველა გოგოს, რომელსაც ასე ებრძვიან! რატომ ანადგურებენ ქალებს ამ ქვეყანაში?!!

ყველა მეზიზღება, ვინც ასეთ ბოროტებას აწყობს, ასეთ მორალურ ტერაქტს.

საშინლად შევწუხდი ამ პოსტზე,

ს ო ლ ი დ ა რ ო ბ ა ბაბი კირკიტაძე”, - წერს ინგა გრიგოლია.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა