მკვლელობა ბათუმის ცენტრში, დაღუპული და დაჭრილები სხვადასხვა ქვეყნის მოქალაქეები არიან (ვიდეო)
"პოლიციის ფაილებში“ ნახავთ - სროლა და მკვლელობა ბათუმის ცენტრში.
მკვლელობა მოხდა თურქეთში წარმოშობილ, თურქულ დაჯგუფებებს შორის დაპირისპირების ნიადაგზე.
ჩანაწერში ჩანდა, რომ პიროვნება უახლოვდება რესტორნის შესასვლელს, მოულოდნელად ცეცხლსასროლი იარაღიდან იწყებს სროლას, ერთ-ერთი მაგიდის მიმართულებით.
დაღუპული და დაჭრილები სხვადასხვა ქვეყნის მოქალაქეები არიან.
შინაგან საქმეთა სამინისტრომ მკვლელი და თანამზრახველების იდენტიფიცირება უმოკლეს დროში მოახდინა და დააკავა.
უწყებამ დანაშაული ცხელ კვალზე გახსნა.
წყარო - "პრაიმ ტაიმი"