ეს დღეები ბაბიზე უაზრო ღლიცინს რომ უერთდებოდა საზოგადოება, იმან გამოკვება უფრო მეტი საზიზღრობა - ნინო წილოსანი
ეს დღეები ბაბიზე უაზრო ღლიცინს რომ უერთდებოდა საზოგადოება, იმან გამოკვება უფრო მეტი საზიზღრობა - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრი, ნინო წილოსანი სოციალურ ქსელში წერს.
"ეს დღეები ბაბიზე უაზრო ღლიცინს რომ უერთდებოდა საზოგადოება, იმან გამოკვება უფრო მეტი საზიზღრობა და უკვე დანაშაულის ფორმა მიიღო.
იმედი მაქვს ყველა ვინც ჩართული იყო ამ სიბინძურის მომზადებასა და გავრცელებაში სათითაოდ აგებს პასუხს!!"- წერს ნინო წილოსანი.
ინფორმაციისთვის, ტელეკომპანია "იმედის" გადაცემა "ღამის შოუ გიორგი გაბუნიასთან" ბენდის მომღერალმა ბაბი კირკიტაძემ სოციალურ ქსელში დაწერა: ვიდეო მონტაჟს ავრცელებენ ჩემზე ჩატებში, პორნოსაიტებზეც რომ აღარ დებენ - არ გავჩერდები, სანამ ყველა დამნაშავე პასუხს არ აგებს!“