ბაბი კირკიტაძე საგამოძიებო სამსახურში დაიბარეს
ტელეკომპანია „პოსტივის“ თანამშრომელი და მომღერალი ბაბი კირკიტაძე სპცეიალურ საგამოძიებო სამსახურში დაიბარეს. აღნიშნულის მიზეზი მუსიკოსის მიერ გუშინ, 7 დეკემბერს გავრცელებული განცხადებაა, რომელშიც კირკიტაძე აცხადებდა, რომ სოციალურ ქსელებში დამონტაჟებულ ჩანაწერს უვრცელებდნენ:
„ვერასდროს წარმოვიდგენდი, თუ მსგავსი რამის დაწერა მომიწევდა, მაგრამ როგორც ჩანს ადამიანების ბოროტებას საზღვარი არ აქვს! პირობას გაძლევთ, ადრე თუ გვიან ყველას პასუხი მოგეთხოვებათ, დამმონტაჟებელსაც და თითოეულ გამავრცელებელსაც ამ ცილისწამებისთვის!
ყველასთვის გასაგები რომ იყოს: ჭორებით, დაცინვით და ათასი საშინელებით რომ ვერაფერი მიქნეს, ახლა ისეთ ამაზრზენ ვიდეომონტაჟს ავცელებენ ჩემზე ჩათებში, პორნოსაიტებზეც რომ აღარ დებენ. მე ამასაც გავუძლებ, ამასაც რაღაცნაირად გადავიტან. იმ საზიზღრობის შემქმნელებს და გამავრცელებლებს რაც შეეხებათ, ისინი მთელი თავისი ცხოვრება თავისივე ბოროტებაში და ბოღმაში ჩაიხრჩობიან. აუცილებლად შევიტან სარჩელს და მანამ არ გავჩერდები, სანამ ყველა დამნაშავე პასუხს არ აგებს!“ — წერდა კირკიტაძე სოციალურ ქსელში.
როგორც სპეციალურ საგამოძიებო სამსახურში აცხადებენ, კირკიტაძე საგამოძიებო სამსახურში დამატებითი ინფორმაციის მიწოდების მიზნით დაიბარეს.