ყველა ნაცმოძრაობიდან წამოსულ ჭეშმარიტ ოპოზიციონერს ვეპატიჟებით ჩვენთან - იაგო ხვიჩია
"ყველა ნაცმოძრაობიდან წამოსულ ჭეშმარიტ ოპოზიციონერს, მათ შორის რეგიონებში, ოპოზიციური ხმები დასაკარგი არ არის და ვეპატიჟებით ჩვენთან," - ეს განცხადება "გირჩის" დეპუტატმა იაგო ხვიჩიამ გააკეთა.
ხვიჩია ნიკა მელიას და მისი გუნდის წევრების ენმ-დან წასვლას ეხმაურება და ამბობს, რომ გირჩი მათთან სათანამშრომლოდ მზად არის.
ხალხი, რომელიც მოდის ნაცმოძრაობიდან იმის გამო, რომ არ მოწონთ იქაური მენეჯმენტი, ეჭვი აქვთ, რომ ისინი ქოცების მოსყიდულები არიან და ა.შ. ეს ხალხი ჭეშმარიტად ოპოზიციონერია მოგეხსენებათ. ყველა ნაცმოძრაობიდან წამოსულ ჭეშმარიტ ოპოზიციონერს, მათ შორის რეგიონებში ჩვენ ვხედავთ, რომ ამის ისინი არის, ოპოზიციური ხმები დასაკარგი არ არის და ვეპატიჟებით ჩვენთან. მთავარია ხალხმა გაარკვიონ, ჯერ რა უნდათ, რისთვის წამოვიდნენ ნაცმოძრაობიდან და რამდენად მზად არიან გახსნილობისთვის და ახალი ურთიერთობებისთვის პოლიტიკაში,“ - ამბობს იაგო ხვიჩია.