თეგებით ძიება

"მესუმკეს“, "ვაგზლის კაცს“ მეძახიან“ - რას წერს "მეჩანთე“?

"პრაიმ ჰაუსის“ მონაწილე, დავით შეროზია, იგივე „მეჩანთე“ ერთ-ერთ მონაწილესთან დაპირისპირების შემდეგ სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს.

"ეხ, ადამიანი რომ იმას გეუბნება... მეო, შენთანო გარეთა ცხოვრებაში არც კი ვიკადრებდი ურთიერთობასო... და მისი გულშემატკივრები... „მესუმკეს“, „ვაგზლის კაცს“, „პაძემკის ვრთხას“ და ბევრ საზიზღრობას მეძახიან... მანდაა პრობლემა.

თან ეს ის ადამიანია რომელიც ცხოვრებაში ბევრ რამეს მიაღწია, ზრდილობიანია, განათლებულია და მომავალში დიდი, პოლიტიკური გეგმები აქვს... ადამიანს, რომლის მთავარი მიზანი პროექტში ყოფნის არის ის, რომ სხვის გაშავებით თავისი თავი უნდა წარმოაჩინოს...

რა ველაპარაკო, რა ვიცი, როგორ აუხსნა და დავუღეჭო... რომ არ გიხდება ეგეთი ქცევა, იყავი ის, რაც ხარ და ხალხს უფრო ეყვარები-თქო... ბოროტი გმირს თამაში თეატრში და კინოში მოსულა, მაგრამ რეალითი შოუში რავი, რა „მუღამი“ აქვს ვერ ვხდები... მეც ბევრი მეშლება, ანგელოზი არ ვარ... ბევრი შეცდომა მომივიდა და ალბათ კიდევ მომივა. ბევრჯერ გავბრაზდი, გამექცა და ბევრი რამ არ მომწონს საკუთარ თავში, მაგრამ შეგნებულად ბოროტ პერსონაჟს ვერ ვითამაშებ... უბრალოდ, ბრაზის კონტროლი არ შემიძლია ხოლმე,“ - წერს „მეჩანთე“.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა