თეგებით ძიება
08. 12. 2023 მსოფლიო

ვლადიმერ პუტინი 2024 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში კენჭს იყრის

რუ­სე­თის პრე­ზი­დენ­ტი, ვლა­დი­მერ პუ­ტი­ნი 2024 წელს და­გეგ­მილ საპ­რე­ზი­დენ­ტო არ­ჩევ­ნებ­ში მო­ნა­წი­ლე­ო­ბას მი­ი­ღებს, - რუ­სუ­ლი მე­დი­ის ინ­ფორ­მა­ცი­ით, ამის შე­სა­ხებ ვლა­დი­მერ პუ­ტინ­მა ე.წ. „სპე­ცო­პე­რა­ცი­ის“ მო­ნა­წი­ლეს, არ­ტემ ჟო­გას გა­ნუ­ცხა­და.

რუ­სუ­ლი მე­დი­ის ცნო­ბით, სამ­ხედ­რო­ე­ბის და­ჯილ­დო­ე­ბის ცე­რე­მო­ნი­ის მო­ნა­წი­ლე­ებ­თან არა­ფორ­მა­ლუ­რი კო­მუ­ნი­კა­ცი­ის დროს, ბა­ტა­ლი­ონ „სპარ­ტას“ ბა­ტა­ლი­ო­ნის მე­თა­ურ­მა, არ­ტემ ჟო­გამ ვლა­დი­მერ პუ­ტინს თხოვ­ნით მი­მარ­თა, არ­ჩევ­ნებ­ში კენ­ჭი იყა­როს და რუ­სე­თის ლი­დე­რი მის „თხოვ­ნას დას­თან­ხმდა“.

შე­გახ­სე­ნებთ, გუ­შინ, რუ­სე­თის ფე­დე­რა­ცი­ის საბ­ჭომ საპ­რე­ზი­დენ­ტო არ­ჩევ­ნე­ბი 2024 წლის 17 მარტს და­ნიშ­ნა. ცენ­ტრა­ლუ­რი სა­არ­ჩევ­ნო კო­მი­სი­ის ხელ­მძღვა­ნელ­მა ელა პამ­ფი­ლო­ვამ დღეს გა­ნა­ცხა­და, რომ არ­ჩევ­ნე­ბი სამ დღეს - 15 მარ­ტი­დან 17 მარ­ტამ­დე - გაგ­რძელ­დე­ბა.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა