თეგებით ძიება

ერაყში აშშ-ის საელჩოს სარაკეტო ცეცხლი გაუხსნეს

ერაყის დედაქალაქში აშშ-ის საელჩოს  3 რაკეტა ესროლეს.   საელჩოსთან და სამხედრო ბაზასთან რამდენიმე აფეთქება მოხდა. სარაკეტო იერიშზე პასუხისმგებლობა არავის აუღია. ეს აშშ-ის საელჩოზე ერაყში პირველი სარაკეტო შეტევაა „ჰამასსა“ და ისრაელს შორის ომის დაწყების შემდეგ.  ერაყსა და სირიაში დღეს 2500 ამერიკელი სამხედრო იმყოფება.

რამდენიმე დღის წინ ერაყის პრემიერ-მინისტრს მოჰამედ ას-სუდანისა და აშშ-ის სახელმწიფო მდივანს ენტონი ბლინკენს შორის სატელეფონო საუბარი შედგა. ერაყის პრემიერმა დაარწმუნა შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანი, რომ ერაყი მის ტერიტორიაზე მყოფი საერთაშორისო კოალიციის სამხედროთა უსაფრთხოებას უზრუნველყოფს.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა