ახალი წლის ღამეს 15-30 წუთის განმავლობაში გარეთ გასვლა საზიანოა - რა ფოტო ვრცელდება სოციალურ ქსელში
„ეს ახალი წლის ღამის სურათია ❗️
ნისლი არ გეგონოთ პიროტექნიკისგან გამოწვეული დაბინძურებაა❗️
ახალი წლის ღამეს 15-30 წუთის განმავლობაში გარეთ გასვლა საზიანოა ❗️
ნუ გამოიყენებთ პიროტექნიკას, ნუ დააზიანებთ საკუთარ და სხვის ჯანმრთელობას
ერთად ვუთხრათ წელსაც“ - ამის შესახებ ფეისბუქ-გვერდი „ჩემი ქალაქი მკლავს“ წერს.
შეგახსენებთ, რომ 2023 წლის 28 მარტს საქართველოს პარლამენტში ინიცირებლ იქნა კანონპროექტი, რომლის თანახმადაც პიროტექნიკის ყიდვა-გაყიდვა, ფლობა და გამოყენება მკაცრი რეგულაციების ქვეშ ექცეოდა. თუმცა, პროექტი ჯერაც არ არის განხილული პარლამენტის მიერ. ამიტომ პიროტექნიკის აკრძალვის მოთხოვნით მოქალაქეებმა პეტიცია შექმნეს.