თეგებით ძიება
09. 12. 2023 მსოფლიო

უკრაინისთვის დახმარებამ ეკონომიკაში მეტი ზრდა მოგვცა - ენტონი ბლინკენი

უკრაინისთვის დახმარებამ ზრდა მისცა ამერიკულ ეკონომიკას, - ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა ენტონი ბლინკენმა დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრ დევიდ კემერონთან გამართულ ერთობლივ ბრიფინგზე განაცხადა.

სახელმწიფო მდივანმა აღნიშნა, რომ უკრაინისთვის მიწოდებული დახმარების 90% აშშ-ში მდებარე მრეწველობებს მოხმარდა, რამაც ამერიკული ეკონომიკა გაზარდა.

„თუ შეხედავთ ინვესტიციებს, რომლებიც ჩვენ უკრაინის თავდაცვაში გავაკეთეთ, რათა ამ აგრესიასთან გამკლავება შეძლოს, ნახავთ, რომ უსაფრთხოების სფეროში ჩვენს მიწოდებული დახმარების 90% დაიხარჯა აქ, აშშ-ში, ჩვენს მწარმოებლებზე, ჩვენს მრეწველობაზე და ამან მეტი ამერიკული სამუშაო ადგილი, ჩვენ საკუთარ ეკონომიკაში მეტი ზრდა მოგვცა“, - განაცხადა ბლინკენმა.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა