თეგებით ძიება
09. 12. 2023 მსოფლიო

ემანუელ მაკრონი ბენიამინ ნეთანიაჰუს ღაზის სექტორთან საზღვრის ხელახლა გახსნისკენ მოუწოდებს

საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი ისრაელის პრემიერ-მინისტრს, ბენიამინ ნეთანიაჰუს ღაზის სექტორთან საზღვრის ხელახლა გახსნისკენ მოუწოდებს. ამის შესახებ მაკრონსა და ნეთანიაჰუს შორის გამართული სატელეფონო საუბრის შემდეგ საფრანგეთის პრეზიდენტის ადმინისტრაციის მიერ გამოქვეყნებულ განცხადებაშია ნათქვამი.

კერძოდ, მაკრონი ნეთანიაჰუს კერემ შალომის სასაზღვრო პუნქტის ხელახლა გახსნისკენ მოუწოდებს.

ცნობისთვის, გუშინ ანონიმურმა ისრაელელმა მაღალჩინოსანმა მედიასთან საუბარში აღნიშნა, რომ აღნიშნული სასაზღვრო პუნქტის გახსნა უახლოეს მომავალში იგეგმება ჰუმანიტარული დახმარების სატვირთო მანქანების შესამოწმებლად. მოსალოდნელია, რომ აღნიშნული გადაწყვეტილება ღაზის სექტორში შემავალ ჰუმანიტარულ დახმარებას გაზრდის.

სატელეფონო საუბარში საფრანგეთის პრეზიდენტმა ასევე ისაუბრა “ღაზაში სამოქალაქო პირების დაცვის საჭიროებაზე და ხაზი გაუსვა გრძელვადიანი ცეცხლის შეწყვეტის მიღწევის საჭიროებას”.

“ისრაელმა საჭირო ზომები უნდა მიიღოს დასავლეთ სანაპიროზე პალესტინელი სამოქალაქო პირების წინააღმდეგ ახალმოსახლეების მხრიდან ძალადობის დასასრულებლად”, - აღნიშნა მაკრონმა.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა