თეგებით ძიება
09. 12. 2023 მსოფლიო

ისრაელელ სამხედროებს კიდევ 3-4 კვირა სჭირდებათ ხან იუნისში სამხედრო ოპერაციის დასასრულებლად

ისრაელსა და „ჰამასს“ შორის საომარი მოქმედებები გრძელდება. ისრაელის არმიის მიერ ღაზის სექტორში, ქალაქ ხან იუნისის დაბომბვას ათი ადამიანი ემსხვერპლა.

გავრცელებული ცნობით, დაბომბვის სამიზნე საცხოვრებელი სახლი გახდა.

ისრაელის მთავრობაში აცხადებენ, რომ სამხედროებს კიდევ 3-4 კვირა სჭირდებათ ხან იუნისში სამხედრო ოპერაციის დასასრულებლად და ამის შემდეგ ანალოგიური დრო, რათა „ჰამასის“ წინააღმდეგ ღაზაში ომის პირველი ეტაპი დაასრულონ.

ამასთან, სოციალურ მედიაში გავრცელდა კადრები, სადაც ისრაელის თავდაცვის ძალების მიერ დაკავებული პალესტინელები ჩანან.

BBC წერას, რომ ვიდეომასალა ავთენტურია და მასში ათობით პალესტინელი მებრძოლია ნაჩვენები, რომლებიც ღაზას სექტორში, ბეით ლაჰიაში დააკავეს. ბოლო მონაცემებით, ისრაელსა და „ჰამასს“ შორის მიმდინარე ომს 1 200-მდე ისრაელელი და 17 100-ზე მეტი პალესტინელი ემსხვერპლა.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა