თეგებით ძიება

9 დეკემბერს, ზურაბ ჟვანია თავისუფლების საპარლამენტო ორდენით დაჯილდოვდება

პარლამენტი, 9 დეკემბერს, ზურაბ ჟვანიას დაბადებიდან 60 წლის იუბილეს აღნიშნავს.

ორი მოწვევის პარლამენტის თავმჯდომარე და პრემიერ-მინისტრი ზურაბ ჟვანია თავისუფლების საპარლამენტო ორდენით დაჯილდოვდება.

„ზურაბ ჟვანიას დიდი წვლილი მიუძღვის საქართველოს პარლამენტარიზმის განვითარებაში. მან პარლამენტი ისეთ ინსტიტუციად აქცია, სადაც კანონშემოქმედების სისტემატიზაცია და პარლამენტის საზედამხედველო ფუნქციების გაძლიერება მოხდა“, - განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა.

ზურაბ ჟვანიასადმი მიძღვნილი ღონისძიება, 9 დეკემბერს, 16:00 საათზე, პარლამენტის შოთა რუსთაველის სახელობის დარბაზში გაიმართება.

ჟვანია 2005 წლის 3 თებერვალს დაიღუპა. ოფიციალური ცნობით, ის გასათბობი მოწყობილობიდან გაჟონილი მომწამვლელი აირით გარდაიცვალა.

ცნობისთვის, შალვა პაპუაშვილის 2023 წლის 25 მაისის ბრძანებით, პირველი რესპუბლიკის დამფუძნებელი კრების თავმჯდომარე კარლო ჩხეიძე, თავმჯდომარის პირველი მოადგილე ალექსანდრე ლომთათიძე, თავმჯდომარის მოადგილეები ექვთიმე თაყაიშვილი და სვიმონ მდივანი სიკვდილის შემდეგ თავისუფლების საპარლამენტო ორდენით დააჯილდოვდნენ,


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა