თეგებით ძიება

ევროინტერაციის მხარდამჭერ მარშს სალომე ზურაბიშვილი შეუერთდა

ევროინტეგრაციის მხარდამჭერს სახალხო მარშს საქართველოს პრეზიდენტი ევროპის მოედანზე შეუერთდა. სალომე ზურაბიშვილმა იმედი  გამოთქვა, რომ 14-15 დეკემბერს ევროპული საბჭო ევროკომისიის რეკომენდაციას გაითვალისწინებს და საქართველო კანდიდატის სტატუსს მიიღებს:

"კომისიამ უკვე თავისი აზრი თქვა და ახლა ველოდებით ევროპული საბჭოს გადაწყვეტილებას და მათგან მე ველოდები, რომ გაითვალისწინებენ ერთის მხრივ, მიღებულ რეკომენდაციას და გაითვალისწინებენ ასევე ადამიანების აზრს, რომელიც აქ არის გამოხატული" - ამბობს სალომე ზურაბიშვილი.

სალომე ზურაბიშვილი ყველას მოუწოდებს შეუერთდეს დედაქალაქში მიმდინარე მარშს - "შემოგვიერთდნენ, ეს არის ხალხის დღე".

შეგახსენებთ, მარშის მონაწილეები ევროპის მოედანზე ევროკავშირის გიგანტურ დროშას გაშლიან. 


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა