ქალაქ ბერისლავზე დრონებით თავდასხმას მსხვერპლი მოჰყვა
რუსულმა ძალებმა 9 დეკემბრის დილას ხერსონის ოქლის ქალაქ ბერისლავში უპილოტო საფრენი აპარატიდან ასაფეთქებელი მოწყობილობა ჩამოაგდო. ამის შესახებ უცხოური მედია წერს.
Ukrainska Pravda-ს ცნობით, შედეგად დაიღუპა ერთი ადამიანი, კიდევ ერთმა კი დაზიანებები მიიღო.
ინფორმაცია ნგრევის შესახებ არ ვრცელდება.
მოგვიანებით, უკრაინის პროკურატურამ გაავრცელა განახლებული ცნობები, რომლის მიხედვითაც, შეტევა ადგილობრივი დროით 10:20 საათზე განხორციელდა.
„დაღუპული ადგილობრივი მცხოვრებია, რომელსაც სიცოცხლესთან შეუთავსებელი დაზიანებები აღენიშნება, კიდევ ერთი ადამიანი კი ნამსხვრევებისგან დაშავდა“, - ნათქვამია ინფორმაციაში.