თეგებით ძიება

ქუთაისში, მშენებარე მრავალსართულიანი კორპუსის კედელი ჩამოინგრა

ქუთაისში,  მესხიშვილის მე-4 შესახვევში, მშენებარე მრავალსართულიანი კორპუსის კედელი ჩამოინგრა. ინფორმაციას „მთავარი არხის“ ავრცელებს.

მშენებლობა კერძო საცხოვრებელი  სახლებით მჭიდროდ დასახლებულ ქუჩაზე მიმდინარეობს. უბედურ შემთხვევას ადგილობრივები შემთხვევით გადაურჩნენ.

მოსახლეობა დახმარებას ითხოვს და ინვესტორს და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებს გულგრილობაში ადანაშაულებს. მათი თქმით,  სამუშაოები დარღვევებით მიმდინარეობს და  კორპუსის მშენებლობამ მნიშვნელოვანი პრობლემები შეუქმნა. ადგილზე  მობილიზებული იყო  სამაშველო სამსახური და პოლიცია.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა