თეგებით ძიება

მოლოდინი, რა თქმა უნდა პოზიტიურია - ბექა ოდიშარია საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭებაზე

საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭებასთან დაკავშირებით, პოზიტიური მოლოდინი აქვთ მმართველ გუნდში. "ქართულ ოცნებაში" დარწმუნებულები არიან, რომ ქვეყანა სტატუსს მიიღებს და ევროინტეგრაციის ახალ ეტაპზე გადავა. 

"მოლოდინი, რა თქმა უნდა, პოზიტიურია. რაც შეეხება ოპოზიციას, რომელიც ახლა ორბანს მიადგა, რომელმაც ბრძანა, რომ ის შიდაევროპული დავა, რომელიც არის უკრაინის გაწევრიანებასთან დაკავშირებით, სრულიად გამიჯნულია საქართველოს ევროპული პერსპექტივისგან. შესაბამისად, ოპოზიცია სასაცილო და სავალალო მდგომარეობაშია,"- აცხადებს პარლამენტის დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე, ბექა ოდიშარია.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა