„ესაა დღეს ქართული რეალობა. ეს უნდა შევცვალოთ“ - ნათია მეზვრიშვილი
პარტია “საქართველოსთვის“ წევრი, ნათია მეზვრიშვილი სოციალურ ქსელში წერს:
დღეს ადამიანის უფლებების დაცვის დღეა. ამ თემაზე არაერთი სტრატეგია, სამოქმედო გეგმა იწერება და უამრავი ფული იდება სახელმწიფოს მხარდასაჭერად. არაჩვეულებრივი კანონმდებლობა გვაქვს. სამწუხაროდ, ეს ყველაფერი ილუზიაა. ადამიანის უფლებების ქმედითი დაცვა მაშინ იქცევა რეალობად, როცა სახელმწიფო მართვის სისტემა შეიცვლება - ინსტიტუტები ადამიანის დაცვის იმ ფუნქციას დაიბრუნებენ, რომელიც პარტიამ პრივილეგირებულთა დასაცავად წაართვა. მარტივად: რად უნდა მოქალაქეს სტრატეგია, თუ კანონი არ სრულდება ან შერჩევითად სრულდება. ამიტომ, ძალისხმევა სისტემური ცვლილებებისკენ უნდა იყოს მიმართული.
როგორც გენიალური მოსამართლე სკალია იტყოდა: ადამიანის უფლებების დაცვა მხოლოდ სიტყვებია ქაღალდზე, მმართველობის გამართული სისტემის გარეშე. ესაა დღეს ქართული რეალობა. ეს უნდა შევცვალოთ - წერს მეზვრიშვილი.