თეგებით ძიება

იაპონიაში შექმნეს სახლი,რომელიც მიწისძვრის დროს ჰაერში იწევა

ყბადაღებული და უკვე გაცვეთილი ფრაზა "იაპონია დანარჩენ მსოფლიოს 100 წლით ასწრებს" კიდევ ერთხელ დასტურდება იმ ტექნოლოგიური სიახლით, რომელიც კომპანია Air Danshin Systems Inc-მა შეიმუშავა.

აღსანიშნავაია, რომ ეს ტექნოლოგიური სიახლე კომპანიამ ჯერ კიდევ გასულ ათწლეულში შექმნა, თუმცა თავის დროზე დიდი მხარდაჭერა არ ჰქონდა, ამიტომ კარგა ხანი პროექტი თაროზე იყო შემოდებული, თუმცა ხელახლა ყურადღება მიიქცია 2011 წლის 11 მარტის მიწისძვრის შემდეგ, რომელსაც 20 000 -მდე ადამიანის სიცოცხლე შეეწირა, ხოლო ეკონომიკური ზარალმა 309 მილიარდი აშშ დოლარი შეადგინა.

სახლს, რომელიც კომპანია Air Danshin Systems Inc-მა შექმნა სპეციალური სენსორები უყენია, რომელიც მგრძნობიარეა მიწისძვრის შემთხვევაში, სახლი როგორც კი შეირყევა, ავტომატურად ირთვება ფუნდამენტში დამონტაჟებული მძლავრი კომპრესორები, რომლებიც ჰაერის ნაკადს აწვდის აირ ბალიშებს, სახლი რამდენიმე სანტიმეტრით იწევა ჰაერში, როგორც კი სეისმური აქტივობა დასრულდება, სახლი უბრუნდება ფუნდამენს სრული პარამეტრებით.

კიდევ ერთი დადებითი თვისება, რაც ამ სახლებს გააჩნია, ის არის, რომ იგი 1, 5-ჯერ იაფი ღირს სტანდარტული სახლებთან შედარებით და ამასთანავე არ სჭირდება რთული ტექნიკური მომსახურეობა.

დღეისთვის კომპანიამ ქვეყანაში უკვე 100-მდე "მფრინავი სახლი" განათავსა.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა