ცნობილია 2023 წლის ყველაზე მდიდარი ოჯახი
გამოცემა Bloomberg-მა 2023 წლის 25 ყველაზე მდიდარი ოჯახის სია გამოაქვეყნა.
სიის სათავეში არაბთა გაერთიანებულ საამიროს, აბუ-დაბის მმართველი, ალ ნაჰაიანის ოჯახი მოექცა. ძლევამოსილი ოჯახი Bloomberg-ის სიის ლიდერი პირველად გახდა. შვიდი საამიროდან ერთ-ერთის შეიხთა დინასტიას მფლობელობაში $305 მილიარდი აქვს.
"ალ ნაჰაიანის ოჯახი, ჯერ კიდევ ნავთობის ბიზნესის აყვავებამდე, ათწლეულების მანძილზე მართავდა ტერიტორიას, რომელიც დღეს არაბთა გაერთიანებულ საამიროს წარმოადგენს". – წერია სტატიაში.
მეორე ადგილზე $259.7 მილიარდით, უოლტონების ოჯახია, რომელიც აშშ-ს ყველაზე დიდი სუპერმარკეტების ქსელის, Walmart-ის მფლობელია. ერთი წლის განმავლობაში ოჯახის ქონება $35.2 მილიარდით გაიზარდა. Walmart სემ უოლტონმა 1962 წელს დაარსა, დღეისთვის მსოფლიოში 10 500-ზე მეტი ფილიალი მუშაობს. უოლტონების ოჯახი აქციების პაკეტის 46%-ს ფლობს.
სამეულშია მოხვდა ერმეს ოჯახი, რომელიც ფრანგული მოდის სახლის, Hermes-ის მფლობელია, რომლის აქტივები $150.9 მილიარდს შეადგენს.
ათეულში ასევე მოხვდნენ:
მარსების ოჯახი, საკონდიტრო კომპანია Mars-ის მფლობელები, $141.9 მილიარდი;
ყატარის მმართველი ალ ტანის დინასტია, $133 მილიარდი;
კოხების ოჯახი, ნავთობქიმიური კორპორაცია Koch Industries მფლობელები, $127.3 მილიარდი;
საუდის არაბეთის სამეფო ოჯახი ალ საუდი, $112 მილიარდი;
ამბანის ოჯახი, ინდური ნავთობგადამამუშავებელი კომპანია Reliance Industries მფლობელი, $89.9 მილიარდი;
მოდის სახლ Chanel-ის მფლობელი ვერჰაიმერების ოჯახი, $89.6 მილიარდი;
საინფორმაციო სააგენტო Reuters-ის საკონტროლო პაკეტის მფლობელი ტომპსონების ოჯახი, $71.1 მილიარდი;
2023 წლის 25 ყველაზე მდიდარი ოჯახის სიას გაეცანით ამ ბმულზე.
წყარო: „ტაბულა“