ნაციონალურ მოძრაობას თბილისის საკრებულოს წევრებიც ტოვებენ
აციონალურ მოძრაობას თბილისის საკრებულოს წევრებიც ტოვებენ. ენმ-ის ყოფილი წევრის, დავით ლაგვილავას თქმით, ისინი უერთდებიან ახალ პარტიას, რომელიც შეიქმნება ნიკა მელიას ხელმძღვანელობით.
თბილისის საკრებულოს ფრაქცია ენმ-ის ყოფილი წევრის, ბესო გაზდელიანის თქმით, ტოვებენ ნაციონალურ მოძრაობას და "დგამენ ნაბიჯს წინ, მომავალში".
"მე არ ვიცი, ჩემო მეგობრებო, მოგმართავთ ახალ მენეჯმენტს, რა არის თქვენთვის ეს პარტია. შეიძლება ეს არის მექანიზმი პარლამენტში მოხვედრის, მაგრამ ჩვენთვის ეს არის პოლიტიკური ოჯახი, სადაც მოვედით ღირებულებებით და იდეალებით დამუხტულები, მაგრამ, სამწუხაროდ, ჩვენ თავს მანდ ვეღარ ვხედავთ. [...]ჩვენ ვტოვებთ ერთიან ნაციონალურ მოძრაობას. ვდგამთ ნაბიჯს წინ, მომავალში". – თქვა გაზდელიანმა.
ნაციონალური მოძრაობა თბილისის საკრებულოს ფრაქციის კიდევ ერთმა წევრმა, მამუკა გუგეშაშვილმაც დატოვა. მისი თქმით, სააკაშვილმა უნდა იცოდეს, რომ ახლა ვინც ჰყავს მენეჯმენტში, პარტიას დაღუპავს.
"ფაქტობრივად, რუსული რეჟიმის გვერდით ნაბრძოლი ხალხი მოიყვანეს და თავზე დაასვეს იდეებით სავსე ხალხს. ამიტომ, ბატონმა მიშამაც უნდა იცოდეს, ეხლა ვინც ჰყავს მენეჯმენტში და ისინი, ვინც მოატრიალეს, ეგ ხალხი ამ პარტიას დაღუპავენ". – თქვა მამუკა გუგეშაშვილმა.
წყარო: „ტაბულა“