თეგებით ძიება

„ტრამპი ბაიდენს 4%-ით უსწრებს“ - WSJ-ის საარჩევნო გამოკითხვა

აშშ-ის ყოფილი პრეზიდენტი დონალდ ტრამპი თეთრი სახლის ამჟამინდელ პრეზიდენტს ჯო ბაიდენს 2024 წლის საპრეზიდენტო არჩევნებთან დაკავშირებით ჩატარებულ გამოკითხვაში უსწრებს. მონაცემები Wall Street Journal-ის გამოკითხვამ აჩვენა. 

გამოკითხვის თანახმად, ტრამპი ბაიდენს 4%-ით უსწრებს. გამოკითხვაში ტრამპს 47% აქვს, ხოლო ბაიდენს 43%. 

გამოკითხვამ აჩვენა, რომ ბაიდენს ყველაზე დაბალი რეიტინგი აქვს თავისი პრეზიდენტობის პერიოდში. 

ამომრჩეველთა მხოლოდ 23% ამბობს, რომ ბაიდენის პოლიტიკა მათ დაეხმარა, ხოლო 53% ამბობს, რომ პრეზიდენტის დღის წესრიგმა ზიანი მიაყენა.

ამომრჩეველთა დაახლოებით ნახევარი ამბობს, რომ ტრამპის პოლიტიკამ მათზე პოზიტიური გავლენა იქონია, ხოლო 7%-ზე მეტი ამბობს, რომ ტრამპის პოლიტიკით იზარალეს. 

Wall Street Journal-ის გამოკითხვა მოიცავდა 1500 რეგისტრირებულ ამომრჩეველს 29 ნოემბრიდან 4 დეკემბრამდე და ჰქონდა ცდომილების ზღვარი პლუს-მინუს 2,5 პროცენტული პუნქტით.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა