მაღაზიიდან პროდუქტი მოიპარა - იტალიაში 40 წლის ქართველი დააკავეს
იტალიაში 40 წლის ქართველი დააკავეს. ინფორმაციას ადგილობრივი მედია ავრცელებს.
მათი ცნობით ქართველმა კაცმა ერთ-ერთი მაღაზიიდან პროდუქტები მოიპარა, ზურგჩანთაში დამალა და მაღაზიიდან გაიქცა.
გაქცეული 40 წლის ქართველი იტალიელმა სამართალდამცავებმა შეაჩერეს და დააკავეს.