თეგებით ძიება

"მე ყო­ველ­თვის ვფიქ­რობ დე­დებ­ზე“ - რატომ ატირდა კიმ ჩენ ინი? (ვიდეო)

ასეთ რა­მეს ხში­რად ვერ ნა­ხავთ - ჩრდი­ლო­ეთ კო­რე­ის ლი­დერ­მა კიმ ჩენ ინმა სა­ჯა­როდ გა­მოს­ვლის დროს იტი­რა.

გა­სულ კვი­რას, ჩრდი­ლო­ეთ კო­რე­ა­ში ღო­ნის­ძი­ე­ბა გა­ი­მარ­თა, სა­დაც კიმ ჩენ ინმა სა­ზო­გა­დო­ე­ბას მო­უ­წო­და, რომ ძა­ლის­ხმე­ვა გა­მო­ი­ჩი­ნონ ქვე­ყა­ნა­ში შო­ბა­დო­ბის შემ­ცი­რე­ბუ­ლი მაჩ­ვე­ნებ­ლის წი­ნა­აღ­მდეგ ბრძო­ლა­ში.

სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში კი გავ­რცელ­და ვი­დეო, სა­დაც ჩანს ემო­ცი­ურ მდგო­მა­რე­ო­ბა­ში მყო­ფი დიქ­ტა­ტო­რი, რო­მე­ლიც სთხოვს ქა­ლებს რომ უფრო მეტი შვი­ლი გა­ა­ჩი­ნონ.

კიმ ჩენ ინის თქმით, ქა­ლე­ბის მო­ვა­ლე­ო­ბაა შე­ა­ჩე­რონ ქვე­ყა­ნა­ში შო­ბა­დო­ბის ვარ­დნა და გა­ა­ჩი­ნონ ბევ­რი შვი­ლი. მან ასე­ვე მად­ლო­ბა გა­და­უ­ხა­და დე­დებს სა­ხელ­მწი­ფოს გან­მტკი­ცე­ბა­ში შე­ტა­ნი­ლი წვლი­ლის­თვის.

"მე ყო­ველ­თვის ვფიქ­რობ დე­დებ­ზე როცა პარ­ტი­ა­სა და სა­ხელ­მწი­ფო საქ­მე­ებ­ში რთუ­ლი პე­რი­ო­დი მაქვს“, - აღ­ნიშ­ნა კიმ ჩენ ინმა.

წყარო: ambebi.ge


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა