თეგებით ძიება

კოვიდშეზღუდვების დროს დაჯარიმებულ სლოვენიელებს თანხა დაუბრუნდებათ

სლოვენიის მთავრობა მოსახლეობას კოვიდშეზღუდვების დარღვევისთვის ჯარიმებში გადახდილ თანხას დაუბრნებს, გადაუხდელი ჯარიმები კი გაუქმდება. ინფორმაციას „ევროპულსი“ ავრცელებს.

COVID-19-ის პანდემიასთან ბრძოლის ფარგლებში, სლოვენიის მცხოვრებლებს შეზღუდვების დარღვევისთვის სერიოზული ჯარიმები ეკისრებოდათ.

მაგალითად, დიდი რეზონანსი მოჰყვა საქმეს, როცა ერთ-ერთმა კურიერმა ქუჩაში, უცხო ადამიანებისგან დისტანცირებით, წახემსების მიზნით სახიდან ნიღაბი ჩამოიხსნა და ამის გამო 400 ევროთი დაჯარიმდა.

მთლიანობაში, კოვიდშეზღუდვების დარღვევისთვის ჯარიმების ოდენობამ სლოვენიაში, დაახლოებით, 5,7 მლნ ევრო შეადგინა. აქედან გადახდილია 1,7 მლნ ევრო, რომელიც სლოვენიელებს დაუბრუნდებათ.

ამასთან, დოკუმენტაციიდან ყველა დარღვევა წაიშლება, ხოლო სასამართლო პროცესები შეწყდება.

წყარო: bpn.ge


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა