თეგებით ძიება
11. 12. 2023 მსოფლიო

ბრიუსელში დღეს ევროკავშირის საგარეო საქმეთა საბჭო გაიმართება

ბრიუსელში დღეს ევროკავშირის საგარეო საქმეთა საბჭო გაიმართება, რომელსაც ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში, ჯოზეფ ბორელი უხელმძღვანელებს.

ევროკავშირის ინფორმაციით, შეხვედრა უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრთან, დმიტრო კულებასთან აზრთა არაფორმალური გაცვლით დაიწყება, რის შემდეგაც საბჭო გამართავს მსჯელობას უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის აგრესიის საკითხზე და ისრაელსა და საჰელის რეგიონში არსებულ ვითარებასთან დაკავშირებით.

საბჭოს სხდომის შემდეგ „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ საგარეო საქმეთა მინისტერიალი გაიმართება, რომელშიც რომელშიც ევროკავშირის და აღმოსავლეთ პარტნიორობის ხუთი ქვეყნის (სომხეთის, აზერბაიჯანის, საქართველოს, მოლდოვისა და უკრაინის) საგარეო საქმეთა მინისტრები მიიღებენ მონაწილეობას.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა