თეგებით ძიება
11. 12. 2023 მსოფლიო

„ჰამასი“ იმუქრება, რომ მათი მოთხოვნების დაკმაყოფილების გარეშე არცერთ მძევალს არ გაათავისუფლებს

დაჯგუფება “ჰამასი“ ისრაელს აფრთხილებს, რომ არცერთი ცოცხალი მძევალი არ დატოვებს ღაზის სექტორს, თუ პატიმრების გათავისუფლების შესახებ მათი მოთხოვნები არ დაკმაყოფილდება.

„ჰამასის“ პრესსპიკერმა სატელევიზიო განცხადებაში აღნიშნა, რომ ისრაელი ვერ მიიღებს თავის ტყვეებს ცოცხალს მოლაპარაკების და წინააღმდეგობის მოძრაობის მოთხოვნების დაკმაყოფილების გარეშე.

შეგახსენებთ, ჰამასის მაღალჩინოსანმა ბასემ ნეიმმა ნოემბრის ბოლოს განაცხადა, რომ მოძრაობა მზად არის გაათავისუფლოს ისრაელის ყველა ჯარისკაცი მათი ყველა პატიმრის სანაცვლოდ.

ისრაელი აცხადებს, რომ ღაზაში ჯერ კიდევ 137 მძევალია დაკავებული, ხოლო აქტივისტების თქმით, ისრაელის ციხეებში დაახლოებით 7 000 პალესტინელი იმყოფება.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა