2024 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტის საბოლოო ვარიანტს დღეს პარლამენტში განიხილავენ
საქართველოს 2024 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტის საბოლოო ვარიანტს დღეს პარლამენტში, საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის სხდომაზე განიხილავენ.
პროექტის მიხედვით, ეკონომიკური ზრდა 5,2%-ის ოდენობითაა დაგეგმილი. ხარჯვითი ნაწილი კი დაახლოებით 165 მილიონი ლარით იზრდება.
2024 წლის ბიუჯეტი ითვალისწინებს ზრდას სოციალური, განათლების, კულტურისა და სპორტის, თავდაცვისა და უსაფრთხოების სფეროებში. ასევე გათვალისწინებულია ბიუჯეტის ზრდა ინფრასტრუქტურის, სოფლის მეურნეობის, გარემოს დაცვისა და საჯარო მოხელეთა ანაზღაურების კუთხით.