12 წლის ბიჭი ჭაში ჩავარდა და დაიღუპა - სად მოხდა უბედური შემთხვევა?
ოდესის ოლქში, მოზარდი ჭაში ჩავარდნის შედეგად დაიღუპა. პოლიციის ცნობით, შემთხვევა ჭიდან წყლის ამოღების დროს მოხდა. ამის შესახებ უცხოური მედია წერს.
„ბიჭმა წონასწორობა დაკარგა და ჭაში ჩავარდა. მამა ყვირილის გაგონებისას შვილის დასახმარებლად სასწრაფოდ გაემართა და ჯერ კიდევ ცოცხალი ამოიყვანა, მაგრამ სანამ ექიმები მოვიდოდნენ, ბიჭი გარდაიცვალა“, - ნათქვამია განცხადებაში.
ბავშვის გარდაცვალების ზუსტი მიზეზი სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზამ უნდა დაადგინოს.