თეგებით ძიება

როგორ მოვრთოთ ნაძვის ხე 2024 წლისთვის? - რას გვირჩევენ ასტროლოგები?

ასტროლოგები 2024 წლის საახალწლო დეკორაციის ტენდენციებზე უკვე აქტიურად წერენ:

მომავალი წელი, ჩინური ჰოროსკოპის მიხედვით, მწვანე ხის დრაკონისაა - ერთადერთი მითიური (და, ამავდროულად, ყველაზე პატივცემული) არსება 12 ნიშნიდან. იმისათვის, რომ ბრძენი, ამბიციური, კაპრიზული, მაგრამ სამართლიანი დრაკონი დაგეხმაროთ, 2024 წელს წელს, ფინანსურ სტაბილურობაში, წარმატებული ბიზნესის აწყობაში, დაწინაურებაში, გახდეთ პოპულარული ან იპოვოთ ცხოვრების სიყვარულის პოვნა, თქვენ უნდა შერჩევით.

უძველესი დროიდან, ცეცხლის მფრქვეველი არსება იმპერიული ძალაუფლების სიმბოლოდ ითვლებოდა. როგორც უკვე, ალბათ, მიხვდით, მოკრძალების ადგილი და დრო ახლა არაა: საახალწლო დეკორაციაში, შეეცადეთ, იყოს რაც შეიძლება მეტი ბრჭყვიალები, ბუმბულები, სიკაშკაშე, მკვეთრი ფერები, იგრძნობოდეს მეტი ფუფუნება - ერთი სიტყვით, ყველაფერი უნდა იყოს მეფური.

ფერები

ნაძვის ხის დეკორაციის არჩევისას, განსაკუთრებული ყურადღება მიაქციეთ შემდეგ ფერებს და მათ გამას: წითელი, ოქროსფერი, ვერცხლისფერი, მწვანე, რუხი თეთრი, იისფერი.

შეუხამეთ 2-3 ფერი ერთმანეთს:

წითელი და ოქროსფერი მუქ მწვანე ნაძვის ხეზე .

ფორთოხლისფერი და ოქროსფერი: კარგი იქნება, თქვენი ნაძვის ხე ნამდვილი მანდარინებით ან ციტრუსის გამხმარი ნაჭრებით მორთოთ.

იისფერი და ვერცხლისფერი. იისფერი ყოველთვის მონარქებისა და არისტოკრატების რჩეულად ითვლებოდა, რაც იმას ნიშნავს, რომ არც დრაკონი იქნება მის მიმართ გულგრილი.

მწვანე და ოქროსფერი. ეს ვარიანტი შესაფერისია მათთვის, ვისაც სახლში აქვს ხელოვნური ნაძვის ხე თოვლით დაფარული ტოტებით, ან მთლიანად თეთრი. მასზე მწვანე და ოქროსფერი დეკორაციები ნაძვს  ფანტასტიკურად მდიდრულ იერს მისცემს.

წყარო: „პრაიმტაიმი“


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა