თეგებით ძიება

რა გზასაც ის ადგას, ნამდვილად კისერს მოიტეხს - ალუდა ღუდუშაური სალომე ზურაბიშვილზე

სა­ლო­მე ზუ­რა­ბიშ­ვი­ლი რა გზა­საც ად­გას, ნამ­დვი­ლად კი­სერს მო­ი­ტეხს,- ამის შე­სა­ხებ ჟურ­ნა­ლის­ტებ­თან სა­პარ­ლა­მენ­ტო უმ­რავ­ლე­სო­ბის წევ­რმა ალუ­და ღუ­დუ­შა­ურ­მა გა­ნა­ცხა­და.

ღუ­დუ­შა­უ­რი გა­მო­ეხ­მა­უ­რა პრე­ზი­დენ­ტის მიერ ინი­ცი­რე­ბუ­ლი კამ­პა­ნი­ის, "ჩვე­ნი ხმა ევ­რო­პას" ფარ­გლებ­ში შეგ­რო­ვილ ხელ­მო­წე­რებს, რო­მელ­საც 13 დე­კემ­ბერს, სა­ლო­მე ზუ­რა­ბიშ­ვი­ლი დიპ­ლო­მა­ტი­ურ კორ­პუსს გა­დას­ცემს. რო­გორც უმ­რავ­ლე­სო­ბის წარ­მო­მად­გე­ნელ­მა აღ­ნიშ­ნა, სა­ლო­მე ზუ­რა­ბიშ­ვი­ლი "ხან რას იგო­ნებს, ხან რას".

ღუ­დუ­შა­უ­რი მი­იჩ­ნევს, რომ სა­ლო­მე ზუ­რა­ბიშ­ვი­ლი სტა­ტუს­ზე გა­და­წყვე­ტი­ლე­ბას უნდა და­ე­ლო­დოს და შე­უძ­ლია 15-ში ხე­ლი­სუფ­ლე­ბის მიერ და­ა­ნონ­სე­ბულ სა­ზე­ი­მო ღო­ნის­ძი­ე­ბას შე­უ­ერ­თდეს.

"სა­ლო­მე ზუ­რა­ბიშ­ვი­ლი არის ფორ­მა­ლუ­რი პრე­ზი­დენ­ტი. რა გზა­საც სა­ლო­მე ზუ­რა­ბიშ­ვი­ლი ად­გას, მას კარ­გად უნდა ეს­მო­დეს და მინ­და ვუ­თხრა მას, ნაკ­ლე­ბად მჯე­რა, რომ ჩემს რჩე­ვებს გა­ით­ვა­ლის­წი­ნებს, უკაც­რა­ვად და კონ­სტი­ტუ­ცია კი­დია ფე­ხებ­ზე და ჩვე­ნი რჩე­ვე­ბი რომ ეს­მო­დეს, ამ დღე­ში არ იქ­ნე­ბო­და, ისე­თი მრჩევ­ლე­ბი ჰყავს მას, რო­გო­რიც კა­პი­ტა­ნი გი­გა­უ­რი და სხვე­ბი არი­ან, მაგ­რამ რა გზა­საც ად­გას, ნამ­დვი­ლად კი­სერს მო­ი­ტეხს. ნამ­დვი­ლად ასე იქ­ნე­ბა, რად­გან ძა­ლი­ან უხერ­ხულ სი­ტუ­ა­ცი­ა­შია, ხე­ლოვ­ნუ­რად იგო­ნებს რა­ღაც თე­მებს. თუ უბ­რა­ლოდ ჩაის ან ფინ­ჯა­ნი ყა­ვის და­ლე­ვის­თვის თა­ნა­მე­ი­ნა­ხე­ე­ბი არ ჰყავს და ხან რას იგო­ნებს, ხან რას. კარ­გად უნდა ეს­მო­დეს, რომ ცუდ გზას ად­გას. რა ევ­რო­ინ­ტეგ­რა­ცი­ა­ზეა სა­უ­ბა­რი, ადა­მი­ა­ნი გა­მო­ვი­და და თქვა, სა­ქარ­თვე­ლომ რე­კო­მენ­და­ცი­ე­ბი არ შე­ას­რუ­ლა, სა­მარ­თლი­ა­ნად არ ეკუთ­ვნის, თუმ­ცა იქ­ნებ უწყა­ლო­ბოთ და მის­ცეთ სტა­ტუ­სიო. ეს არის ფა­რი­სევ­ლო­ბა, რა­ღა­ცებს იგო­ნებს. გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა იქ­ნე­ბა 15-ში, და­ე­ლო­დოს. ჩვენ ვთქვით, რომ ყვე­ლა­ნი ვზე­ი­მობთ, მო­ვი­დეს, დად­გეს იქ სა­ლო­მე ზუ­რა­ბიშ­ვი­ლიც და იზე­ი­მოს, ყა­ვა­საც და­ვა­ლე­ვი­ნებთ და ჩა­ი­საც,“ - გა­ნა­ცხა­და ღუ­დუ­შა­ურ­მა.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა