თეგებით ძიება

პატრიარქი სამძიმრის წერილს აქვეყნებს

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის სამძიმარი სქემმონოზონ ნინოს (აქიაშვილი) გარდაცვალების გამო  საქართველოს საპატრიარქოს ვებ გვერდზე გამოქვეყნდა:

ა.წ. 9 დეკემბერს ღვთივ განისვენა სქემმონოზონმა ნინომ (აქიაშვილი). მან სრულიად ახალგაზრდამ აირჩია უფლისკენ მიმავალი ვიწრო გზა და თითქმის 35 წელი საპატრიარქოს დედათა მონასტერში მოღვაწეობდა. ბოლო 12 წელი იგი უდრტვინველად ებრძოდა მძიმე სენს და მადლიერებით, ლოცვითა და მოთმინებით უძლებდა ამ დიდ განსაცდელს.

გარდაცვალებამდე სამი კვირით ადრე ძმასთან, ურბნისისა და რუისის მიტროპოლიტ იობთან (აქიაშვილი), მოისურვა წასვლა და განსასვენებელიც ურბნისის ეპარქიაში ჰპოვა.

ვუსამძიმრებთ მეუფე იობს, მონოზონ მართას (დედას), სამღვდელო და სამონოზვნო დასს საქარათველოს ეკლესიისა და ყველა გულშემატკივარს.აღვავლენთ ლოცვებს სქემმონოზონ ნინოს უკვდავი სულისთვის, რათა მან სავანე მართალთა დაიმკვიდროს.

ილია II, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა