აზერბაიჯანი კარანტინის რეჟიმს 2 აპრილამდე ახანგრძლივებს
აზერბაიჯანის ხელისუფლებამ კორონავირუსული პანდემიის გამო დაწესებული სპეციალური საკარანტინო რეჟიმი 2 აპრილამდე გაახანგრძლივა, - ინფორმაციას აზერბაიჯანული მედია ავრცელებს.
„ქვეყანაში კორონავირუსის ინფექციის გავრცელებისა და მისი შესაძლო შედეგების პრევენციის მიზნით, აზერბაიჯანის რესპუბლიკის ტერიტორიაზე სპეციალური საკარანტინო რეჟიმის ვადა 2024 წლის 2 აპრილის 06:00 საათამდე გახანგრძლივდეს“, - ნათქვამია მინისტრთა კაბინეტის საიტზე გამოქვეყნებულ დოკუმენტში.
ეს იმას ნიშნავს, რომ აზერბაიჯანსა და საქართველოს შორის სახმელეთო საზღვარი კვლავ დაკეტილი რჩება.
მანამდე ქვეყანაში სპეციალური საკარანტინო რეჟიმის მოქმედების ვადა 2024 წლის 2 იანვრამდე იყო განსაზღვრული.