თეგებით ძიება
11. 12. 2023 მსოფლიო

უკრაინელები ავდეევკასთან წარმატებულ კონტრშეტევას ახორციელებენ - ბრიტანეთის დაზვერვა

ბრიტანეთის დაზვერვის განცხადებით, უკრაინელები ავდეევკას მახლობლად წარმატებულ კონტრშეტევას ახორციელებენ.

"უკრაინულმა ქვედანაყოფებმა, სავარაუდოდ, წარმატებით განახორციელეს ადგილობრივი კონტრშეტევები, რითაც რუსულ ჯარების სოფელ სტეპნოეზე სრული კონტროლი ჩამოართვეს.

დონეცკის ოლქის ქალაქი ავდეევკა ახლა ფრონტზე ყველაზე ინტენსიური ბრძოლების ადგილად რჩება", - ნათქვამია განცხადებაში.

მანამდე, ესტონეთის დაზვერვამ განაცხადა, რომ მნიშვნელოვანი დანაკარგების მიუხედავად, რუსეთი უკრაინის წინააღმდეგ შეტევით მოქმედებებს მომდევნო რამდენიმე კვირაში გააძლიერებს.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა