თეგებით ძიება
12. 12. 2023 მსოფლიო

ამერიკის ერთგულება უკრაინის მხარდაჭერის მიმართ ურყევია - აშშ-ის თავდაცვის მდივანი

აშშ-ის თავდაცვის მდივანმა, ლოიდ ოსტინმა განაცხადა, რომ ამერიკის ერთგულება უკრაინის მხარდაჭერის მიმართ ურყევია.

"უკრაინას დიდი მნიშვნელობა აქვს ამერიკის უსაფრთხოებისთვის და 21-ე საუკუნეში გლობალური უსაფრთხოების ტრაექტორიისთვის. ამიტომ შეერთებულმა შტატებმა 44 მილიარდ დოლარზე მეტი დახმარება გამოუყო უკრაინის მამაცი დამცველებს. ჩვენმა მეგობრებმა და მოკავშირეებმა 37 მილიარდ დოლარზე მეტი დახმარება გაუწიეს უკრაინას უსაფრთხოების სფეროში და ჩვენი კოალიციის შესაძლებლობებს გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს ბრძოლის ველზე", - აღნიშნა პენტაგონის ხელმძღვანელმა.

ლოიდ ოსტინის თქმით, უკრაინამ 2022 წლის თებერვლიდან რუსეთის მიერ ოკუპირებული ტერიტორიის ნახევარზე მეტი დაიბრუნა.

"რუსული არმია ძალიან დასუსტებულია. იცით, პუტინი ცდილობდა უკრაინელი ხალხის დემორალიზებას. პუტინის არმიაა დემორალიზებული. ამიტომ, ჩვენს მოკავშირეებთან და პარტნიორებთან ერთად, ჩვენ მზად ვართ, დავეხმაროთ უკრაინას მისი საბრძოლო მიღწევების კონსოლიდაციასა და გაფართოებაში, და შევქმნათ მომავალი ძალა, რომელსაც შეუძლია მოიგერიოს რუსული აგრესია მომავალში", - დასძინა მან.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა