„დატკბით დღევანდელი დღით! ხვალ შეიძლება აღარც იყოს… “ – ჩარლი ჩაპლინის გენიალური ფრაზები ცხოვრებაზე
ჩარლი ჩაპლინი, კინოს ისტორიაში ყველაზე ცნობილი კომიკოსი იხსენებს –
„როდესაც ახალგაზრდა ვიყავი, მამაჩემთან ერთად წავედი ცირკში შოუს სანახავად, დიდხანს ვიდექით ბილეთების რიგში, იქ ჩვენს თვალწინ იდგა ოჯახი, რომელთაც ჰყავდათ ექვსი შვილი.
აშკარად ჩანდა ღარიბები იყვნენ და ძალიან ძველი, მაგრამ სუფთა ტანსაცმელი ეცვათ.
ბავშვები ძალიან ბედნიერები ჩანდნენ, მაგრამ როდესაც მამაკაცი ბილეთის სალაროსთან მივიდა და ფასი იკითხა, შეწუხდა და ბავშების წინაშე უხერხულობის გამო, ცოლს ჩურჩულით უხსნიდა საკუთარ გაჭირვებას.
ამ დროს, დავინახე მამაჩემმა ჯიბიდან ოცი დოლარი ამოიღო, მიწაზე დაყარა, შემდეგ მოიხარა, აიღო ,ბავშვების მამას მხარზე ხელი დაადო და უთხრა – ფული დაგივარდათ!
კაცმა მამაჩემს შეხედა და გაოცებულმა – მადლობა, ბატონო, მაგრამ ჩემი არ არის!
ნუთუ?.. რადგან ჩემი არ არის, გამოდის, რომ თქვენია – უპასუხა მამამ, შემდეგ
ხელი მომკიდა და სალაროს რიგიდან გამიყვანა, რადგან მას მხოლოდ ის ოცი დოლარი ჰქონდა, რომელიც ექვსშვილიანი ოჯახისთვის „იპოვა“.
იმ დღიდან, ვამაყობ მამაჩემით, ეს სიტუაცია იყო ყველაზე ლამაზი შოუ, რომელიც ცხოვრებაში მინახავს, ყველაზე მართალი, ლამაზი და გულწრფელი შოუ, რომელიც მინახავს!..“ – იგონებდა დიდი მსახიობი.
🟣ჩარლი ჩაპლინმა 88 წელი იცოცხლა. გათავაზობთ, მის რამდენიმე გამორჩეულ ფრაზას:
1) არაფერი არ არის მუდმივი, თუნდაც ჩვენი პრობლემები.
2) მიყვარს წვიმაში სეირნობა, იმიტომ რომ მაშინ ვერავინ უყურებს ჩემს ცრემლებს.
3) ყველაზე ფუჭად ჩავლილად ითვლება ის დღე, როდესაც ჩვენ არ ვიღიმით.
4) ექვსი საუკეთესო ექიმი არსებობს ცხოვრებაში – მზე, დასვენება, ვარჯიში, დიეტა, საკუთარი თავის დაფასება, მეგობრები…
როდესაც დაინახავთ მთვარეს, ამ დროს უყურებთ ღმერთის სილამაზეს…
როდესაც შეხედავთ მზეს,იქ ჩანს ღმერთის ძალა…
როდესაც თქვენ ჩაიხედავთ სარკეში, დაინახავთ ღმერთის საუკეთესო ქმნილებას…
ასე, რომ გჯეროდეთ ამის. ჩვენ, ყველანი ტურისტები ვართ ამ ქვეყანაზე, ისიამოვნეთ ცხოვრებით! ცხოვრება ხომ, მოგზაურობაა! ისიამოვნეთ და დატკბით დღევანდელი დღით!
ხვალ შეიძლება აღარც იყოს…