რა ხდება ისრაელ-„ჰამასის“ ომის 67-ე დღეს
ღაზის სექტორში „ჰამასის“ წინააღმდეგ, ისრაელის სამხედრო ოპერაცია მთელი ღამის განმავლობაში გრძელდებოდა. „ცაჰალის“ მძიმე ტექნიკა და სამხედროები ქალაქ ჰან იუნისის ცენტრისკენ მიიწევენ. სწორედ იქ მიმდინარეობს აქტიური ბრძოლა.
ისრაელის მმართველობა მოსახლეობას ჰუმანიტარული ზონის მიმართულებით ევაკუაციისკენ მოუწოდებს. სამხედრო ოპერაცია მიმდინარეობს ჯაბალიაშიც, სადაც ერთ-ერთ მეჩეთში „ცაჰალმა“ იარაღის საცავი აღმოაჩინა.
სარაკეტო დარტყმა ისრაელზე 7 ოქტომბერს, ადგილობრივი დროით 06:30 საათზე განხორციელდა. მომხდარზე პასუხისმგებლობა ტერორისტულმა ორგანიზაცია „ჰამასმა“ აიღო. ორგანიზაციაში ისრაელის წინააღმდეგ ახალი სამხედრო ოპერაციის დაწყების შესახებ განაცხადეს. ისრაელის თავდაცვის ძალებმა „ომისთვის მზადყოფნის მდგომარეობა“ გამოაცხადა და ღაზას სექტორში „ჰამასის“ ობიექტებზე იერიში დაიწყო.