თეგებით ძიება
12. 12. 2023 მსოფლიო

უკრაინა საერთაშორისო სავალუტო ფონდისგან მესამე ტრანშს, დაახლოებით 900 მილიონ დოლარს მიიღებს

საერთაშორისო სავალუტო ფონდის დირექტორთა საბჭომ გაფართოებული დაკრედიტების პროგრამის მეორე მიმოხილვა დაამტკიცა, რაც იმას ნიშნავს, რომ უკრაინა მესამე ტრანშის, დაახლოებით 900 მილიონი აშშ დოლარის, მიღებას შეძლებს, - ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს.

„ბოლო კვირების განმავლობაში ჩვენ ძალიან მჭიდროდ ვიმუშავეთ უკრაინის ეკონომიკურ გუნდთან და დღეს დავასრულეთ ჩვენი პროგრამის მეორე მიმოხილვა“, - განაცხადა საერთაშორისო სავალუტო ფონდის მმართველმა დირექტორმა კრისტალინა გეორგიევამ.

ცნობისათვის, ნოემბერში უკრაინამ და საერთაშორისო სავალუტო ფონდმა თანამშრომლების დონეზე მიაღწიეს შეთანხმებას გაფართოებული დაფინანსების მექანიზმის მეორე მიმოხილვის შესახებ, რაც უკრაინას დაახლოებით 900 მილიონი აშშ დოლარის ტრანშის მიღების გზას უხსნის.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა