თეგებით ძიება

საქართველო იმსახურებს თავის ღირსეულ ადგილს ევროპულ ოჯახში - არჩილ თალაკვაძე

"მსურს, მადლობა გადავუხადო აზერბაიჯანის ხელისუფლებას, აზერბაიჯანს საქართველოს ევროპული ინტეგრაციის მხარდაჭერისთვის“, - განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე არჩილ თალაკვაძემ ბაქოში ვიზიტის დროს მედიასთან საუბრისას.

მისივე თქმით, ბაქოში კიდევ ერთხელ მოისმინეს გზავნილი და მხარდაჭერა, რომელიც პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა საერთაშორისო არენაზეც განაცხადა.

„ამ მომენტში, რა თქმა უნდა, ძალიან ვაფასებთ ჩვენი მეგობრების მხარდაჭერას. საქართველოს ევროპული ინტეგრაცია შედის მთლიანად რეგიონის ინტერესებში, აზერბაიჯანის ინტერესებშიც და რა თქმა უნდა, ეს კიდევ უფრო გააძლიერებს ჩვენს პოზიციებს საერთაშორისო პოლიტიკურ არენაზე. ძალიან ცოტა დრო რჩება უკვე საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე, თუმცა მნიშვნელოვანია, რომ ჩვენ ვართ არა მხოლოდ კანდიდატის სტატუსზე, არამედ მომავალზეც ორიენტირებული, როდესაც ჩვენი ქვეყანა უკვე გადადის ბოლო, გაწევრიანების ეტაპზე. საქართველომ უნდა მიიღოს, საქართველო იმსახურებს თავის ღირსეულ ადგილს ევროპულ ოჯახში, ეს შედის როგორც საქართველოს, ისე ევროპის ინტერესებშიც. მჯერა, რომ იქნება მიღებული სამართლიანი გადაწყვეტილება, რომელსაც განაპირობებს ევროპული მომავლის ხედვა, უსაფრთხოების არქიტექტურა ევროპაში და რაც მთავარია, საქართველოს ფუნქცია და ღირებულება საერთო ევროპულ პოლიტიკაში", - განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა