თეგებით ძიება

ლაზარე გრიგორიადისის თქმით, განაჩენის შემდეგ ოჯახი ზურაბიშვილს შეწყალების თხოვნით მიმართავს

მარტის აქციებზე დაკავებული ლაზარე გრიგორიადისი ამბობს, რომ განაჩენის შემდეგ მისი ოჯახი პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს შეწყალების თხოვნით მიმართავს.

„ინტერპრესნიუსისთვის“ გაგზავნილ წერილში გრიგორიადისი ამბობს, რომ სალომე ზურაბიშვილის ქმედებებსა და მისწრაფებებში ეჭვი არ ეპარება.

"ჩემი ოჯახის წევრები აპირებენ, რომ მიმართონ ქალბატონ სალომეს ჩემ შეწყალებაზე. ჩემი თხოვნა აღარ სჭირდება. მე დაახლოებით ვხვდები, როგორი პიროვნებაცაა ჩვენი პრეზიდენტი. ასე რომ, ვფიქრობ, შეხსენებები, შეწუხება არ სჭირდება. თუ შემიწყალებს, პირისპირ გავესაუბრებოდი დიდი სიამოვნებით. საერთო მიზნები გვამოძრავებს ხელისუფლებისგან განსხვავებით. მე ეჭვი არ მეპარება მის ქმედებებსა და მისწრაფებებში. ვხედავ და საზოგადოებაც ხედავს ყველაფერს, რასაც ის აკეთებს ჩვენი ევროკავშირში ინტეგრაციისთვის. მისი გადასაწყვეტია, შემიწყალებს თუ არა, ჩემს შეხედულებებს შეწყალების ფაქტორი არანაირად არ ცვლის", - წერს გრიგორიადისი.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა