ჩინეთის პრეზიდენტი, სი ძინპინი ვიეტნამში ჩავიდა
ჩინეთის პრეზიდენტი, სი ძინპინი ვიეტნამში ჩავიდა, - ამის შესახებ ინფორმაციას გამოცემა Bloomberg-ი ავრცელებს.
„ჩინეთი დიდი ხანია რაც ვიეტნამის უმსხვილესი სავაჭრო პარტნიორია, ხოლო ვიეტნამი სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიის ქვეყნების ასოციაციაში ჩინეთის უმსხვილეს პარტნიორს წარმოადგენს“, - განაცხადა სი ძინპინმა ვიეტნამში გამგზავრებამდე.
ჩინეთის პრეზიდენტს ჰანოის აეროპორტში ვიეტნამის პრემიერ-მინისტრი, ფამ მინ ჩინი დახვდა.
ცნობისთვის, ვიეტნამში სი ძინპინის დღევანდელი ვიზიტი ბოლო ექვსი წლის განმავლობაში პირველია.