თეგებით ძიება

ღრმად შეშფოთებული ვართ ღაზაში ჯანდაცვის მუშაკების ხანგრძლივი დაკავებით - ტედროს ადანომ გებრეისუსი

ღრმად შეშფოთებული ვართ ღაზაში ჯანდაცვის მუშაკების ხანგრძლივი დაკავებით, - ამის შესახებ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის გენერალურმა დირექტორმა, ტედროს ადანომ გებრეისუსმა განაცხადა.

„ჩვენ ღრმად შეშფოთებულები ვართ ღაზაში ჯანდაცვის მუშაკების ხანგრძლივი შემოწმებით და დაკავებით, რაც პაციენტების სიცოცხლეს საფრთხეს უქმნის“, - განაცხადა ტედროს ადანომ გებრეისუსმა.

გებრეისუსის ცნობით, სამედიცინო პერსონალის დიდი ხნით დაყოვნების შედეგად, ერთ-ერთი პაციენტი სასწრაფო დახმარების მანქანაში გარდაიცვალა.

„ჯანდაცვის ერთ-ერთი მუშაკი რამდენიმე საათის განმავლობაში ჰყავდათ დაკავებული და მას ავიწროებდნენ“, - აღნიშნა ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის გენერალურმა დირექტორმა.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა