თეგებით ძიება

„ახალი წლიდან ხელფასი მატება შეეხება სკოლის ადმინისტრაციას, ტექნიკურ პერსონალს“ - განათლების მინისტრი

განათლებისა და და მეცნიერების მინისტრმა, გიორგი ამილახვარმა ზოგადი განათლების საფეხურზე მიმდინარე რეფორმის პრეზენტაცია გამართა.

დღეს გამართულ ღონისძიებაზე მინისტრმა პედაგოგთა ახალი სახელფასო პოლიტიკის შესახებ ისაუბრა და თქვა, რომ სამინისტროს გადაწყვეტილებით, მასწავლებლის პროფესიული განვითარება და სახელფასო პოლიტიკა გაიმიჯნება და ერთმანეთზე აღარ იქნება მიბმული.

გიორგი ამილახვრის თქმით, 160 მილიონი ლარი მასწავლებელთა ანაზღაურების ზრდას მოხმარდება.

უფრო ზუსტად კი, 2024 წლის პირველი ივლისიდან სრული დატვირთვის პირობებში, მასწავლებლების ხელფასი, სტატუსის მიუხედავად, საშუალოდ 500 ლარით და მეტით გაიზრდება.

საშუალოდ 500 ლარითა და მეტით ანაზღაურების ზრდა მასწავლებელთა კორპუსის 70%-ს შეეხება. გიორგი ამილახვრის განცხადებით, 2024 წლიდან ხელფასის 10%-იანი მატება შეეხება სკოლის ადმინისტრაციას, ხოლო ტექნიკურ პერსონალს ანაზღაურება 10-იდან 50%-მდე გაეზრდება.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა